სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს - შსს
შოვში, სტიქიის ზონიდან 12 მოქალაქე,
მათგან 5 ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფრმაციას შსს-ს
პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო
ღონისძიება.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით,
სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.