რაჭაში სამაშველო ოპერაცია იწყება
რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო
ოპერაცია იწყება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,
ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ერთი სამაშველო ვერტმფრენი უკვე ჩავიდა,
მეორე ვერტმფრენს კი წუთი-წუთზე ელოდებიან.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც ჩავიდა.
ამასთან, არსებული ცნობით, მეწყრულ ზონაში სამაშველო ოპერაცია უახლოეს
პერიოდში დაიწყება.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით,
სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.