2023 წლის ივლისში წინა თვესთან
შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04%, ხოლო წლიური
ინფლაციის დონემ 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის
ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2% შეადგინა,
ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი 3.1%-ით
განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული
სამსახური აქვეყნებს.
ტოპ 10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც გასულ თვეში ფასი
ყველაზე მეტად გაიზარდა:
კომბოსტო - 65.8%-ით
მსხალი - 44.1%-ით
წიწაკა - 38.7%-ით
კიტრი - 29.9%-ით
ტომატ-პასტა - 27.7%-ით
სიმინდის ფქვილი - 23.8%-ით
მწვანილი - 22.7%-ით
ლიმონი 21.3%-ით
კივი - 21.3%-ით
ძროხის ხორცი - 16.9%-ით
წყარო: bpn.ge