საზოგადოება
„ბორჯომი“ რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა
პირველი ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი, კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, დღეს მოაწერეს.


შეთანხმების თანახმად, ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ბორჯღალოსნების და ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების (20 წლამდე, 18 წლამდე, შვიდკაცა, შვიდქალა) გენერალური სპონსორი და ასევე კლუბ „შავი ლომის“ ოფიციალური მინერალური წყალი გახდა.


ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი შეეწყობა სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარებას. კერძოდ რაგბის კლუბ „ბორჯომისა“ და „ასპინძის“ მორაგბეებისთვის გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პირობები და ხელი შეეწყობა რაგბის პოპულარიზაციას.


საქართველოს რაგბის კავშირისა და მინერალური წყალი „ბორჯომის“ თანამშრომლობა, მიზნად ისახავს ორი ქართული, დიდი ისტორიის მქონე ბრენდის გაერთიანებას და კიდევ უფრო გაძლიერებას. დღეიდან „ბორჯომი“ ბორჯღალოსნებთან ერთად, ხელს შეუწყობს ქართული რაგბის განვითარებას და ამავდროულად ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით.



კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორის ივანე მაჭავარიანის თქმით „მინერალური წყალი „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია, ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მთელ მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. საქართველოს და ჩვენს სპორტულ ტრადიციას წარადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ბორჯღალოსნებიც. უნიკალური მინერალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ბორჯომი“ ენერგიის აღმდგენი ბუნებრივი საშუალებაა. სწორედ ამიტომ, წლებია ის ქართული სპორტის გულშემატკივარი და მხარდამჭერია. დღეს ორი დიდი და საამაყო ბრენდი მნიშვნელოვანი საქმისთვის ერთიანდება. ვამაყობთ ქართველი მორაგბეების მიღწევებით, დარწმუნებული ვარ, რომ „ბორჯომის“ და ეროვნული ნაკრების თანამშრომლობით, საქართველოში და მათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვან ბორჯომსა და ასპინძაში, კიდევ უფრო განვითარდება რაგბი და ეს ისტორია ღირსეულად გაგრძელდება".



საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი  იოსებ ტყემალაძე, ამბობს რომ „ქართულ რაგბს სჭირდებოდა ენერგია და ეს ენერგია ისტორიულმა მინერალურმა წყალმა „ბორჯომმა“ შემოიტანა. მჯერა, რომ ამ თანამშრომლობამ კიდევ ერთი ლელო უნდა დადოს. პრინციპული წელი გვაქვს წინ. საქართველოს ნაკრებისგან მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა ელოდება სიახლეს და ამ სიახლეს ჩვენ „ბორჯომთან“ ერთად ვიტყვით. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ნაკრებების სპონსორობის გარდა, ეს შეთანხმება ითვალისწინებს რეგიონალური რაგბის განვითარებას, კერძოდ რაგბის კლუბ „ბორჯომისა“ და „ასპინძის“ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე სასწაულ შედეგს ვნახავთ. წარმატებები „ბორჯომს,“ წარმატებები ქართულ რაგბს, ჩვენ დიდი შემართებით მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე.“







Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.