საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების
კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი,
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს
დაესწრო.
ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის 14 დასახლებულ პუნქტში,
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების
საფუძველზე, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს
ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 138 301 გრძივი
მეტრი გაზსადენი და 1 559 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი
გაზით.
გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის
რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2 555 აბონენტმა შეძლო
ბუნებრივი გაზით სარგებლობა. მომავალ წელს დაგეგმილია დამატებით 6
დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება.
მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ
შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს
მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104
დასახლებულ პუნქტში. ჯამურად აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი
გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი
გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.
აღსანიშნია, რომ 2013-2021 წლებში ბუნებრივი აირი მიიღო 771
დასახლებულმა პუნქტმა, ხოლო 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება
მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტი- ინფომაციას
"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია"
ავრცელებს.
გააზიარეთ :