ორი წლის ბავშვი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდა
გორში, კომბინატის დასახლების
ტერიტორიაზე ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მესამე სართულიდან 2
წლის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევის შედეგად ბავშვმა ქალა-ტვინის ტრავმა მიიღო, ის
თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია
გადაყვანილი.
ჰოსპიტლის ინფორმაციით, იგეგმება მცირეწლოვანი პაციენტის რეფერირება
თბილისში ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.