მომსახურების სააგენტოს ავტოპარკი 45 ავტომობილით განახლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში განახლებული ავტოპარკის წარდგენის ღონისძიება
გაიმართა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, შინაგან საქმეთა
სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაესწრნენ.
მომსახურების სააგენტომ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული
გამოცდისთვის 45 ერთეული ახალი ავტომობილი შეიძინა. ახალი
ავტომობილები, თანამედროვე GPS სისტემებით არის აღჭურვილი და
საქართველოს მასშტაბით 10 ქალაქში, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ
ერთეულებში გადანაწილდება.
45 ახალი ავტომობილის შეძენა უზრუნველყოფს მართვის უფლების მისაღები
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამსვლელი კანდიდატებისთვის
დამატებითი ადგილების გამოყოფას.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები განხორციელებულ და დაგეგმილ
პროექტებს გაეცნენ, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების
ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება.