როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,
15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო
ამინდი.
15 - 17 ივლისს დროგამოშვებით
იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
სააგენტო ამბობს, რომ 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველიში ტემპერატურა
3-4 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს - თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი
იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა
ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34
გრადუსი დაფიქსირდება.