საზოგადოება
13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
ბათუმში, 13 წლის შვილის
გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ბათუმში,
მამამ 13 წლის გოგო გააუპატიურა. ფაქტის შესახებ მეზობლებმა
გვაცნობეს. ამ ეტაპზე, მოზარდს ექსპერტიზა უტარდება, საქმეში კი
ფსიქოლოგია ჩართული. მომხდარს ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილება
იძიებს.
მათივე ინფორმაციით, კაცი წარსული ნასამართლევია. მან საპატიმრო
რამდენიმე თვის წინ დატოვა.
შსს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით
მიმდინარეობს. ბრალდებული პოლიციამ გუშინ დააკავა. განუცხადეს,
ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
წყარო: tv25.ge
გააზიარეთ :