დღეიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023
წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად
200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ
პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება. ჯამში,
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების
გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება
გამოყოფილი.
აღნიშნული ცვლილება დაახლოებით 233 000 ბავშვს შეეხება.