ბორჯომის მუნიციპალიტეტი აბიტურიენტებს საგამოცდო დღეებში უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფს
აბიტურიენტების საყურადღებოდ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საზოგადოებრივი
ტრანსპორტის“ სამსახურის ინიციატივით, ბორჯომელ აბიტურიენტებს
საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი
მოემსახურება.
3, 4, 5, 7, 10, 11, 12, 14, 17,18, 25 და 26 ივლისს, მუნიციპალური
ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან
დილის 07:00 საათზე გავლენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს
გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას
უზრუნველყოფს.