რა ეტაპზეა დევნილებისთვის ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები
13:51 / 30.06.2023
ნადია ციყელაშვილის ოჯახი
ერთ-ერთია მათს შორის ვინ ბორჯომში, დევნილებისთვის განკუთვნილი
კორპუსის მშენებლობის დასრულებას ელოდება.
ახალ უბანში ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, მშენებელმა კომპანიამ
იქ მდგარი შენობების დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია
შემოსაზღვრა.
ციყელაშვილბის ოჯახის გარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტი კიდევ 4 ოჯახს
უზრუნველყოფს ქირით. რაც შეეხება ახალი საცხოვრებლის
მშენებლობას,
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოში ჩვენს კითხვებს წერილობით პასუხობენ. მათი თქმით
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025
წლის ბოლოს გადაეცემათ.
ამ ეტაპზე, ბორჯომში შემოიღობა მშენებლობის ადგილი და მიმდინარეობს
ტერიტორიის მოწყობა-მოწესრიგება, სადაც დევნილი ოჯახების განსახლების
მიზნით 150 ბინა აშენდება. ბიუჯეტი 15 374 192 ლარს შეადგენს.
ბორჯომში დევნილებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსს ტენდერში
გამარჯვებული კომპანია შპს “საბა კონსტრაქშენი” აშენებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.