დღეს და ხვალ, ხაშური-აწყურის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს
საავტომობილო გზის კმ13-კმ17 და კმ24-კმ25 მონაკვეთებზე მიმდინარეობს
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2023 წლის 28 და 29 ივნისს, 08:00 სთ-დან
19:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის კმ1-კმ50 (ხაშური-აწყური) მონაკვეთზე
იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალია.
უწყების ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის
მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ51-კმ97 (აწყური-ვალე)
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.