ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ
ყვიბისში მამათა მონასტრის ბერის საყდრებთან მისასვლელი გზის
რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის 600-მეტრიან
მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარი მოეწყობა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან
ფინანსდება.
სამუშაოებს შპს ,,არალი" განახორციელებს.
პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც
რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს
შექმნის.