საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია
შეიწყალა.
ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ
ბრიფინგზე გამოაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3
წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის"
ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების
საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ
გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ
ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა
ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ
ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას
პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი
ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი
განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).