ნინოწმინდასა და ახალქალაქში "მუსიკალური საღამოები" გაიმართება
მთავრობის ადმინისტრაციის
ორგანიზებით, 24-25 ივნისს ნინოწმინდასა და ახალქალაქში "მუსიკალური
საღამოები" გაიმართება.
მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა.\
ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ,
მოეწყობა სახალისო თამაშები და საპნის ბუშტების შოუ.
ღონისძიებას მუსიკალურად ცნობილი ქართველი შემსრულებლები
გააფორმებენ.
ნინოწმინდაში "მუსიკალური საღამო" 24 ივნისს, ჰაიოს ქართლოსის სკვერში
გაიმართება. პროგრამა 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე
გაგრძელდება. მსმენელის წინაშე ზუკა ხუციშვილი ბენდით და ლუკა და
გიორგი ჭოხონელიძეები წარდგებიან.
25 ივნისს კი "მუსიკალური საღამო" ახალქალაქის ცენტრალურ სკვერში
ჩატარდება, რომელსაც მუსიკალურად ანსამბლი "შვიდკაცა" და ბენდი Mix2ra
გააფორმებენ.