რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი
სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის
უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
"მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით
განხორციელდება".
შეგახსენებთ, რომ დღეს დილას ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე
ჩამოსულმა მიწის შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია-ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.