საზოგადოება
„აწარმოე საქართველოში“- მედიატური აჭარაში
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.



მედიატურის მიზანია ბიზნესმედიისა და შემდგომში ბიზნეს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება სააგენტოს პროგრამებისა და განვითარების გეგმის შესახებ.



მედიატურის ფარგლებში 30-მდე სხვადასხვა მედია საშუალების, მათ შორის ტელევიზიის, ონლაინ მედიისა და რადიოს ჟურნალისტები ორდღიანი სემინარის მიმდინარეობისას სააგენტოს არსებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებს გაეცნენ, ასევე ეწვივნენ ზუგდიდში მდებარე „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაიხსნება. ჟურნალისტრები ადგილზე დეტალურად გაეცნენ საკონსულტაციო ცენტრების კონცეფციას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება ბათუმსა და თელავშიც, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ტიპის ცენტრები ათივე რეგიონში განთავსდება.



მედიატურში მონაწილე ჟურნალისტებმა ზუგდიდში ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ბენეფიციარი სასტუმრო „ლეთო“, რომელიც სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. პროექტში 4 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და დასაქმებულია 70-ზე მეტი ადამიანი.




ბათუმში მედიის წარმომადგენლები არტ გლას სტუდიო, რომელიც ვიტრაჟებს აწარმოებს და „აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების პროგრამის მონაწილეა.




ტურის ბოლოს ჟურნალისტები "შალე კვირიკე" ახალი პროექტის გაეცნენ, რომელიც ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის - "შატო კვირიკეს" ერთგვარი გაგრძელებაა.


"შატო კვირიკე" ბათუმიდან 20 წუთის გზაზე, ქობულეთში მდებარეობს - ის 6 ჰექტარზეა გაშენებული და ისეთ სივრცეებს აერთიანებს, როგორებიცაა: მთავარი სასტუმრო შენობა, 15 კოტეჯი, კერძო ვილა, ვენახი და ღვინის მარანი, რესტორნები, გარე საცურაო აუზი, საღონისძიებო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი. შატოს მსგავსად, "შალე კვირიკე" პროექტ "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით განხორციელდა.



ის აჭარაში, კვირიკეს მთებში, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე - ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან კი 12 კილომეტრში მდებარეობს."შალე კვირიკე" აერთიანებს რესტორანსა და 20 კოტეჯს - პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ხშირად, დაბლობებსა თუ სანაპიროს ღრუბლები ფარავს და ხედები კიდევ უფრო ზღაპრული ხდება





Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.