უხვმა ნალექმა და სეტყვამ ადიგენის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში:
უდეში, არალში, უნწაში, ხევაშენში, ვარხანში, ბენარასა და შოლავერში
სრულად გაანადგურა ნათესები, ხეხილის ბაღები, სასოფლო-სამეურნეო
სავარგულები და დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. წყალი ცენტრალურ
გზაზეა გადმოსული და მოძრაობა შეფერხებულია.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა სახურავები, ავეჯი და
ტექნიკა.
18 ივნისს, ძლიერმა წვიმამ ხევებში წყლის დაგროვება გამოიწვია და
ნიაღვარი გზებზე გადმოვიდა.
წყარო:
tv9news.ge