ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება
2023 წლის ერთიანი ეროვნული
გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით
დაიწყება,
26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით
დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე
დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12
ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის
კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს
ჩააბარებენ.
გამოცდების დეტალური განრიგი
ქართული ენა და ლიტერატურა:
3დან 5 ივლისის ჩათვლით
3 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
მათემატიკა
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
უცხოური ენა
10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 11 ივლისი
(პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 12 ივლისი (პირველი სესია)
– ინგლისური ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა; 12 ივლისი
(მეორე სესია) - ფრანგული ენა; 12 ივლისი (მეორე სესია) - გერმანული
ენა;
ბიოლოგია
14 ივლისი (პირველი სესია);
ისტორია
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 18 ივლისი (პირველი სესია);
ზოგადი უნარები (სომხურად)
18 ივლისი (მეორე სესია);
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
18 ივლისი (მეორე სესია);
გეოგრაფია
19 ივლისი (მეორე სესია);
ქიმია
20 ივლისი (მეორე სესია);
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
20 ივლისი (მეორე სესია);
სამოქალაქო განათლება
21 ივლისი (მეორე სესია);
ლიტერატურა
25 ივლისი (პირველი სესია);
ფიზიკა
26 ივლისი (პირველი სესია).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
12 ივლისი (მეორე სესია);
საერთო სამაგისტრო გამოცდა
27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება,
ანალიტიკური წერა;
28 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა,
რაოდენობრივი მსჯელობა;