საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, ეწ. სილამაზის ხიდიდან მომავალი ტაქსი
მოპირდაპირე მხარეს მდგომ გაჩერებულ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
თვითმხილველების თქმით მძღოლი, სავარაუდოდ შეუძლოდ გახდა რის შემდეგაც
შეჯახება მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მძოლი სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ჯგუფმა, სამედიცინო ცენტში გადაიყვანა.
დაზარალებული მძღოლი
"ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტში" მცირე
დაზიანებებით შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, დავით ბარაბაძის თქმის,
ამ ეტაპზე პაციენტს გამოკვლევები უტარდება.
ტელეკომპანია "ბორჯომი" "შინაგან საქმეთა სამინისტროსაც" დაუკავშირდა.
უწყებას საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ დასმულ
კითხვებზე პასუხი
ამ მდომდე არ გაუცია.
გააზიარეთ :