დღეს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება
2 ივნისი მტკვრის დაცვის
დღეა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ
მონიტორინგს ყოველთვიურად 18 წერტილში, სამ თვეში ერთხელ კი, 53
წერტილში ახორციელებს. აღნიშნული კვლევების შედეგები გარემოს ეროვნული
სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მდ. მტკვრის აუზი
ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ
საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და
ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188
000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს
შეადგენს.