საზოგადოება
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
თურქეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის მოუწევთ.

ხმის მისაცემად 64. 1 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

თურქული მედიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში პირველად იმართება.

შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რა დროსაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი. ნაციონალისტმა კანდიდატმა, სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5.17 პროცენტი მიიღო. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.