საზოგადოება
წალკაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - არის მსხვერპლი
სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს
წალკაში ე.წ. ტექნიკური მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ სამუშაოებს ატარებდა
აზერბაიჯანული კომპანია - დაშავებულებიც და გარდაცვლილიც ამ ქვეყნის
მოქალაქეები არიან.
შემთხვევა გუშინ, 26 მაისს მოხდა - საქმეზე შინაგან საქმეთა
სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე
მუხლით. ამ მუხლით რკინიგზის უსაფრთხოების წესების დარღვევა, თუ ამას
მსხვერპლი მოჰყვა, ისჯება ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.
წყარო:
რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :