საზოგადოება
როდის გაიხსნება ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ფრიდონ ხალვაშის ქუჩა) მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის, აღნიშნული გზის კმ1-კმ3 მონაკვეთი ჩაკეტილია, ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ჩაკეტილია მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი (ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით), ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით კი მსუბუქი ავტოტრანსპორტი მოძრაობს ცალმხრივად.

სამუშაოების წარმოების ბოლო ვადად განსაზღვრული იყო 2023 წლის 21 მაისი, თუმცა, სამუშაოების დასრულება მითითებულ ვადაში უამინდობის გამო ვერ მოესწრო. სამუშაოების დასასრულებლად, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ1-კმ3 და კმ3-კმ5 მონაკვეთებზე დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი გაგრძელდება 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით

ჩაკეტვის პერიოდში, ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მაჭავარიანის ქუჩის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით. ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტორანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით და დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.