საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში
ბორჯომი - ხაშურის საავტომობილო
გზაზე, სოფელ კორტანეტთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი
ავტომობილი სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ადგილზე
მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ტელეკომპანია „ბორჯომი“ „შინაგან საქმეთა სამინისტროს" დაუკავშირდა.
უწყებაში გვითხრეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ
დაშავებულა. გამოძიება 125 მუხლით მინდინარეობს, რაც სატრანსპორტო
საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას
გულისხმობს.
გააზიარეთ :