დანაშაულის პრევენციისა და საგზაო
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით,სამცხე -ჯავახეთში მათ შორის
ბორჯომში ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის კამერების რაოდენობა
გაიზარდა. ამაზე ადგილობრივი მძღოლები საუბრობენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2022 წლის
31 დეკემბრის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში ზოგადი ხედვის 395 და
ნომრის ამომცნობი 130 კამერაა დამონტაჟებული.
2022 წლის იანვარი-დეკემბრის პერიოდის ინფორმაციით, მხოლოდ ბორჯომში,
ზოგადი ხედვის 157, და ნომრის ამომცნობი 7 ვიდეოკამერაა.
რაც შეეხება ჯარიმებს, უწყების ინფორმაციით, 2023 წლის პირველი
კვარტლის მონაცემებით, სამცხე- ჯავახეთში 10 865 ჯარიმა დაიწერა.
ჯარიმებიდან დარიცხულმა თანხამ კი 545 180 ლარი შეადგინა. ბორჯომის
მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დაწერილი ჯარიმებისგან შესული თანხა
ადგილობრივ ბიუჯეტს ავსებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.