საზოგადოება
რა ეღირება მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებზე ბილეთები
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას
შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა საქართველოს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth
Airlines-ზე უკვე გასცა.
როგორც სააგენტო განმარტავს, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ
იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში და კომპანიაზე ფრენების
განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გაიცა.
ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარდგენილი
ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის
საჰაერო ხაზზე, შესრულდება მიმდინარე წლის 17 მაისიდან, კვირაში შვიდი
სიხშირით.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე Azimuth Airlines-ს ვებ-გვერდზე
მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ბილეთები იძებნება 19 მაისს, რაც
შეეხება საფასურს ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია
და 23 373 რუბლი ანუ 748 ლარი და 63 933 რუბლი ანუ 2 046 ლარი ღირს.
შედარებით იაფი ბილეთი მოიცავს 5 კგ ბარგს, ხოლო ძვირი - 10
კილოგრამს, ამასთან ბილეთის დაბრუნების შემთხვევაში ძვირად ღირებული
ბილეთის მფლობელებს ლოდინიც არ მოუწევთ.
რაც შეეხება თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით რეისს, Azimuth
Airlines-ს ბილეთის ფასი შედარებით იაფია. კერძოდ, თბილისიდან
მოსკოვის მიმართულებით ფრენა ასევე 19 მაისს 21 052 რუბლი ანუ 674
ლარი და 56 542 რუბლი ანუ 1 809 ლარი ღირს. ამ შემთხვევაშიც ბილეთებს
შორის განსხვავებაა ბარგსა და ბილეთის დაბრუნების პროცესს შორის.
წუარო:www.bpn.ge
გააზიარეთ :