სავარაუდოდ, პაციენტმა ბოკერიას კლინიკის ინვენტარის დაწვა სცადა
თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის
კლინიკაში, წუხელ სახანძრო ჯგუფი გამოიძახეს. კლინიკის ერთ-ერთ
პალატაში, სავარაუდოდ, პაციენტმა ინვენტარის დაწვა სცადა.
როგორც ცნობილია პაციენტმა,
ცეცხლი წაუკიდა პალატაში საწოლსა და თეთრეულს. გავრცელებული
ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"არაფერი არ იყო, დაკვამლიანება იყო და დამთავრდა ყველაფერი. ყველა და
ყველაფერი კარგად არის. მეხუთე სართულზე იყო... შემთხვევით იყო", -
უთხრეს კლინიკაში "TV პირველს".
საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის განადგურებისთვის დგება.
წყარო: რადიო თავისუფლება