ახალი ამბები
7 რამ, რაც სააღდგომო სუფრას განსაკუთრებულს ხდის
უამრავი ადამიანი აღდგომის
დღესასწაულს საგულდაგულოდ მომზადებული კერძებით, ტკბილეულითა და
ლამაზად გაწყობილი სუფრით ხვდება.
გთავაზობთ გზამკვლევს, რომელიც, სულ
მცირე, გამორჩეული სუფრის შექმნისთვის არის საჭირო. იხილე 7 რამ, რაც
შენს სააღდგომო სუფრას განსაკუთრებულს ხდის:
1. ფერადი
კვერცხები
აღდგომის დღესასწაული კვერცხების წითლად შეღებვას უკავშირდება, თუმცა
უამრავი ადამიანი წითელ ფერს არ სჯერდება და ფანტაზიას მეტ გასაქანს
აძლევს. შეგიძლია, კვერცხების ნაწილის შესაღებად შენი საყვარელი
ფერები გამოიყენო და ლამაზი ორნამენტებითაც კი გააფორმო.
2. ჯეჯილი
უამრავი ადამიანი წინასააღდგომო პერიოდში ხორბლის მარცვლებს თესავს და
დღესასწაულზე შეღებილ კვერცხებს ჯეჯილზე ათავსებს. შეგიძლია,
ჯეჯილისთვის განსაკუთრებული ლანგარი შეიძინო ან თავად დაამზადო და
შენი სააღდგომო სუფრა კიდევ უფრო გამრავალფეროვნო.
3. ხატის პური (პასკა)
პასკა აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა,
მას თავად ამზადებ თუ ყიდულობ, დაგვეთანხმები, რომ ლამაზად მორთული
პასკა ნებისმიერ სააღდგომო სუფრას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.
ქიშმიში, გარგარის ჩირი, ატმის ჩირი, უკურკო ქლიავის ჩირი, ჩირი
შოკოლადში — პასკის მოსართავად განსაკუთრებული ტკბილეული ნუ
დაგენანება!
4. სააღდგომო კალათა
შეგიძლია, პასკა, ჯეჯილი და ფერადი კვერცხები განსაკუთრებულ სააღდგომო
კალათაში მოათავსო. თუ სუფრის დასამშვენებლად ორიგინალური და
გამორჩეული კალათა გსურს, შეგიძლია, ის საკუთარი ხელითა და ფანტაზიით
გააფორმო. ნობათითა და ტკბილეულით სავსე კალათა შენს სააღდგომო სუფრას
ნამდვილად გაამრავალფეროვნებს.
5. მაგიდის სუფრა და
სხვადასხვა ფორმის ხელსახოცები
სააღდგომო სამზადისზე ზრუნვისას მაგიდის ლამაზი სუფრაც არ უნდა
დაგავიწყდეს, რომელიც შენ მიერ მომზადებულ კერძებს უფრო გემრიელს,
დეკორაციებს კი — უფრო თვალშისაცემსა და მომხიბვლელს გახდის.
ხელსახოცებისთვის გამორჩეული ფორმების მიცემა კიდევ ერთი ისეთი
დეტალია, რომელიც ნებისმიერ სუფრასა და დღესასწაულს უხდება.
6. სააღდგომო ბაჭია
ბევრ ქვეყანაში აღდგომის ერთ-ერთი სიმბოლო კურდღელია, ამიტომ შენც
შეგიძლია, სუფრა ბაჭიის ფორმის დეკორაციებით ან კერძებით მორთო.
უსაყვარლესი ცხოველის დანახვა პატარებსაც ნამდვილად გაახარებთ!
7.
ტკბილეული
მოდი ვაღიაროთ: ტკბილეული ნებისმიერი დღესასწაულის უმნიშვნელოვანესი
ნაწილია, რომელიც ზედმეტი არასდროსაა! თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ
პირი სასარგებლო ტკბილეულით ჩაიტკბარუნო. ამისათვის, გირჩევთ,
ტკბილეულის ლანგარზე განსაკუთრებული ადგილი სხვადასხვა სახის ჩირსა და
ხილის ჩიფსს დაუთმო.
გააზიარეთ :