"არ გადარეკოთ უცნობ საერთაშორისო ნომრებზე" - SILKNET-ის გაფრთხილება
SILKNET აბონენტებს აფრთხილებს რომ
საერთაშორისო ნომრებზე არ გადარეკონ. კომპანია განცხადებას
ავრცელებს.
„გაითვალისწინე, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა
უცხოური ნომრებიდან შემომავალმა საერთაშორისო ზარებმა, რომლებიც შენს
ტელეფონში გამოტოვებული ზარის სახით ფიქსირდება. ისინი თაღლითურ
სქემას წარმოადგენს და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან თანხები
უმიზეზოდ ჩამოგეჭრება. გამოიჩინე სიფრთხილე, არ გადარეკო უცნობ
საერთაშორისო ნომრებზე;
გვხვდება შედარებით ახალი თაღლითური სქემაც, რომელიც სხვადასხვა
გვერდით სარგებლობის დროს ვებ-ბრაუზერში შემთხვევით ჩნდება. ხშირ
შემთხვევაში, გამოიყენება გუგლის და ფეისბუქის ყალბი გათამაშებები.
სხვადასხვა კითხვის საშუალებით ითხოვენ პირადი მონაცემების შეყვანას
ან საერთაშორისო ნომრებზე გადარეკვას, რა დროსაც ანგარიშიდან თანხები
უმიზეზოდ გაკლდება. ნუ გაუზიარებ სხვებს შენს პირად მონაცემებს და ნუ
გადარეკავ მსგავსი წყაროებიდან მიღებულ საერთაშორისო ნომრებზე;
ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვიყენებთ, რათა მსგავსი თაღლითური
ქმედებების აღმოჩენა და შეზღუდვა შევძლოთ.“ — წერია
„სილქნეტის“ განცხადებაში.