საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბარათე გადახდის სისტემა იწყებს მუშაობას
სამი აპრილიდან, ბორჯომში
საზოგადოებრივ ტრანსპორტში საბარათე გადახდის სისტემა იწყებს
მუშაობას. შესაბამისი განცხადება უკვე ყველა ავტობუსშია
განთავსებული.
მგზავრობის ღირებულების გადახდა თიბისი ბანკის და სამგზავრო ბარათით
იქნება შესაძლებელი.
მგზავრებს შეუძლიათ სამგზავრო ბარათი "თიბისი ბანკის" ბორჯომის
ფილიალში და სუპერმარკეტ ,,გუდმარტში" შეიძინონ.
გადახდის ახალი წესით, მოქალაქეებისთვის მგზავრობის ღირებულება არ
ძვირდება.