ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული საბჭოს წევრების მისაღებად ვადა გაახანგრძლივა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი აცხადებს ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიღებას. აპლიკაციების გაგზავნა 21 მარტის ჩათვლით იყო შესაძლებელი, თუმცა ვადა გახანგრძლივდა და მსურველებს ელექტრონული განაცხადის შევსება 3 აპრილს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

ახალგაზრდული საბჭოს მისიაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების და საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას.

ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ახალგაზრდების ინტერესების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ახალგაზრდული საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სხვადასხვა სასწავლო ტრენინგში და აიმაღლებენ ცოდნას იმ მიმართულებით, რაც მათ დაეხმარება ფუნქცია–მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში.



ამიტომ, თუ:


ხარ 16-29 წლამდე;

იცნობ ადგილობრივი ახალგაზრდების პრობლემებს და გაქვს მათი გადაჭრის სურვილი;

მზად ხარ, საკუთარი დრო და ენერგია შენი მუნიციპალიტეტის განვითარებას დაუთმო;

გაქვს მოტივაცია, ჩაერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

გაქვს სურვილი, გაიუმჯობესო პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები;

გინდა ჩაერთო, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ტრენინგებში;

მაშინ შეავსეთ
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.