„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
დღეს, პარლამენტის 7 მარტის პლენარულ
სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
პირველი მოსმენით მიიღეს 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ.
მმართველი პარტიის აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ
კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს გაიტანდნენ. მიუხედავად
ამისა, დღეს, 7 მარტის სხდომისას, დღის ბოლოს საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ წამოაყენა წინადადება, რომ
კანონპროექტი დღესვე განიხილონ.
პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს,
გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.