ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, აღუდგინოს ჟურნალიტებს აკრედიტაცია
6 მარტს საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. აგენტების შესახებ
კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, სადაც მედიის წარმომადგენლებს
არ უშვებენ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს აღუდგინოს აკრედიტაცია
ჟურნალიტებს.
"ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, აღუდგინოს
ჟურნალიტებს აკრედიტაცია
2023 წლის 5 მარტს, პუბლიკასა და ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ
აღნიშნული ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების ნაწილს შეუჩერდა
პარლამენტში აკრედიტაცია. მედიების ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის
ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 2 მარტს გამართული რუსული კანონის
საპროტესტო აქციას უკავშირდება. ჟურნალისტების ნაწილი, რომლებსაც
აკრედიტაცია შეუჩერეს, პარლამენტში რუსულ კანონს აპროტესტებდა, ნაწილი
კი ამ საკითხს აშუქებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 6 მარტის კვირაში
აპირებს პარლამენტი, განიხილოს რუსული კანონები „უცხოური გავლენის
აგენტების” შესახებ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის
შეჩერების მიზანია, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და
ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატივი სცეს
დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება,
საჯაროობა და ღიაობა და აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია.
ამასთან, ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარლამენტში 1 მარტიდან
ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესი, რომლის გაუქმებისკენაც
ქარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მოუწოდა.", – ნათქვამია
განცხადებაში.
ფოტოს ავტორია euronewsgeorgia.com