''ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს გასაბჭოება''-კორძაია
ამ პარლამენტში ფორმდება საქართველოს
გასაბჭოება.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
ამას ასრულებს გადასარევად. ანრი ოხანაშვილი პასუხისმგებელია იმაზე,
რომ ამ სიმშვიდეში ჩვენი გამოძევებით მიიღებს კანონს, რომელიც
საქართველოს დამოუკიდებლობას, არათუ დემოკრატიას, საქართველოს
დამოუკიდებლობას ასამარებს.
დღეს, ამ პოლიციურ გარემოში, სადაც წარმოუდგენელი რაოდენობის
სპეცსამსახურის თანამშრომლები დგანან, ისინი იღებენ რუსულ კანონს,
რომლითაც მომავალს გვართმევენ.
გააძევეს სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, ლევან
ხაბეიშვილი და კიდევ ბევრი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, თითო-თითოდ
ყველას გამოაძევებენ. რა თქმა უნდა, ძალის გამოყენებით გამოგვიყვანეს.
მანდატურები დაგვაყენეს ლამის 70 თავზე.
მე არ მახსენდება საქართველოს გაყიდვის ფაქტი გასაბჭოების შემდეგ.
ყველას გამოგვაძევებენ, თუ ხალხი არ მოვა და არ იტყვის თავის სიტყვას.
მე გუშინ მოვუწოდე ჩემს სტუდენტებს, დღესაც მოვუწოდებ ყველას: თუ
გაწუხებთ საკუთარი თავი, საკუთარი მომავალი, დღეს აქ წყდება ამ
ქვეყნის ბედი. გეხვეწებით ყველას, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა
მომავლისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე.