საზოგადოება
ნედ პრაისი: "უცხოეთის აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტები განსხვავდება აშშ-ის კანონდებლობისგან
ხუთშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

„ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი თანამიმდევრული შეშფოთება ამასთან დაკავშირებით და ვხედავთ, რომ კანონის მიღების პროცესი კვლავ გრძელდება. ჩვენ ვრჩებით ღრმად შეწუხებული, ვინაიდან ეს კანონი სტიგმატიზებას გაუკეთებს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ, ვინც ერთგულად ცდილობს უკეთესი ქვეყნის შენებას მათი თანამოქალაქეებისა და მათი თემებისთვის. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის შესაძლო შედეგებზე სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ჩვენი სათქმელი მარტივია და ამას ვიმეორებთ საჯაროდ და ასევე გადავეცით პირადადაც. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის პოტენციური საფრთხის შექმნაზე,“ თქვა პრაისმა.

მისი თქმით, ეს კანონი არ „თანხვდება ქართველის ხალხის მისწრაფებებს, რასაც ისინი გამოხატავენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, იმ მომავალთან, რაც მათ საკუთარი თავისთვის განსაზღვრეს და იმ მომავალთან, რომლის მიღწევაშიც აშშ, როგორც პარტნიორი ქვეყანა, აპირებს ერთგული დახმარების გაწევას საქართველოსთვის.

„ამავე დროს ვრცელდება პროპაგანდა, რომ თითქოს ეს კანონი ეყრდნობა ჩვენს კანონმდებლობას უცხოეთის წარმომადგენელთა რეგისტრაციის შესახებ აქტს, FARA-ს. ჩვენი კანონი მოითხოვს იმ ადამიანებისგან, რომლებიც წარმოადგენენ უცხოეთის ქვეყნებს, არიან უცხოეთის ქვეყნების აგენტები, გაიარონ რეგისტრაცია უცხოეთის წარმომადგენლებად. ჩვენი კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ან დაფინანსების წყაროებს. ეს აქტი, FARA, ძალიან ვიწროა და მორგებულია და ეხება მხოლოდ უცხოეთის მთავრობების წარმომადგენლებს და ეს განსხვავებულია და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამით,“ დასძინა ნედ პრაისმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის ფონზე მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ კანონპროექტებს შემდეგი იურიდიული კომიტეტი განიხილავს.
წყარო: ,,რადიო თავისუფლება''
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.