ახალი ამბები
18:00 საათიდან პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება
საგარეო ურთიერთობისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომიდან ოპოზიციის ნაწილის, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის იძულებით გაყვანის შემდეგ, ოპოზიციის დეპუტატებმა მოქალაქეებს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.

გიორგი ვაშაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მიმართეს, რომ დღეს, 18:00 საათიდან, პარლამენტთან შეიკრიბონ.

„რაც ახლა კომიტეტის სხდომაზე ხდება, არის სრულიად უკანონო. შეკრულია თავიდან ბოლომდე უმრავლესობის ყველა წევრი, რომ რუსული ინტერესები გაატარონ ქვეყანაში. ჩვენ გვინდოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, რომ მას შეეწყვიტა ის უკანონო პროცესი, რაც დღეს მიდის. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიციელების ზურგს უკან არიან ეს ლაჩრები, მხდალი ნაძირალები, რუსეთის ინტერესების გამტარებლები და არაფრის მაქნისი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა დოქსოპულო არის მიმალული - სიტყვასაც არ ამბობს, როდესაც ეს ხდება პარლამენტში. ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ შევიკრიბოთ პარლამენტთან. ორშაბათსაც არის კომიტეტის სხდომა, შემდგომ არის სესიები, ამიტომ ხალხის ძალა არის გადამწყვეტი. დღეს, 18:00 საათიდან, დავიწყოთ ყველამ შეკრება, ვაჩვენოთ ხალხის ძალა რაშია. ჩვენ არასდროს რუსეთის მონები არ გავხდებით. სოზარისტები, ბიძინისტები რუსეთის მონები გახდნენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.



წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ წუთებში გრძელდება კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვა, რასაც დარბაზში დარჩენილი ოპოზიციის წევრები აპროტესტებენ.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს და მედიის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვლის უფლება არ მისცეს.

საქართველოს პარლამენტის შენობაში და გარეთ სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები აქციას მართავენ.

პარლამენტში ისმის სკანდირება: "არა რუსულ კანონს!", "მონებო!", "აღარ მოღალატეებს!"


კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა - ეს კანონპროექტი სახელწოდებით "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტში 27 თებერვალს დარეგისტრირდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.