თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დღეს თურქეთში 5.6 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეს ხდება სამი კვირის შემდეგ, რაც
დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში ათასობით ადამიანი
იმსხვერპლა.
ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ თურქეთი, მალათიის
პროვინციის ქალაქი იყო. მერმა განაცხადა, რომ ჩამოინგრა რამდენიმე
შენობა. არსებული ცნობით, შენობის ნანგრევებში მამა-შვილი
მოყვა.