რა მდგომარეობაა გზებზე
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების
შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას
საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ბაღდათი-საირმე) ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზის წყალთაშუა-კაკასხიდის
მონაკვეთზე ასევე აღდგენილია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება, ხოლო კაკასხიდი-ზეკარის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა