ჩატარებული გაწმენდითი
სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება
ცალმხრივად