შსს-ს დანაყოფები ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფენ
13:29 / 17.02.2023
ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის
მსოფლიო ჩემპიონატის - „ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, შინაგან
საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის
დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური,
რამდენიმედღიანი ღონისძიების მსვლელობისას, საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„ბაკურიანი 2023“ -ში 42 ქვეყნის 700 - მდე სპორტსმენი
მონაწილეობს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ დაწესებული
სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას, ჩემპიონატში მონაწილე პირების
და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების შეუფერხებელი
გადაადგილების მიზნით.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, დაბა ბაკურიანში მოსახლეობისა და
ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, მართლწესრიგის და საგზაო მოძრაობის
წესების დაცვას უზრუნველყოფენ.
მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა
უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა
საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დამსვენებლებს
შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში
ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის
ღონისძიებებს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე
მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილია დაცვის პოლიციის 4 საგუშაგო, სადაც
დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები დაბა
ბაკურიანში მობილიზებული არიან შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით,
რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო
ღონისძიებები. მაშველები ორ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.