ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში შეგროვებული ნივთები თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულებს გადაეცათ
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, სამცხე-ჯავახეთში, მოსახლეობის მიერ შეგროვებული ნივთები თურქეთს გადაეცა. ნივთები ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში გროვდებოდა.



„მეგობრებო! თქვენს მიერ შემოწირული ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად გადაეცა ბათუმში თურქეთის საკონსულოს სრულიად მუსლიმთა სამმართველოს თაოსნობით.

ჰუმანიტარული დახმარება უკვე გაიგზავნა დანიშნულების ადგილას დაზარალებულთა დასახმარებლად.

დიდი მადლობა თითოეულ მაცხოვრებელს, თითოეულ შემომწირველს. ქალაქი ახალციხე სოფლები მლაშე, ზარზმა, საირმე, ჭელა, ჭეჭლა, მოხე,ციხისუბანი, ნამნიაური.

მადლობა ჩვენი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს – "სამხრეთის კარიბჭეს" და ტელეკომპანია "ბორჯომს"

მადლობა სრულიად საქართველოს მუფთს ბატონ ადამ შანთაძეს ორგანიზაციული თანადგომისათვის“,
- წერს ჭელის მეჩეთის იმამი, ჯამბულ აბულაძე, რომელიც ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების ერთ–ერთი ორგანიზატორია.



მისი თქმით, ჰუმანიტარული ნივთების შეგროვების აქცია რეგიონში დასრულდა, თანხის შეგროვება კი 20 თებერვლამდე გაგრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.