თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 34 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის
შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, 34 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების
საკოორდინაციო ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 29
600-ს აღემატება. სირიაში კი მსხვერპლის საერთო რაოდენობა 4 500-ს
აჭარბებს.
სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში მე-8 დღეა, გრძელდება.
მაშველებმა მიწისძვრიდან 150 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ
რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა
შეძლეს, თუმცა ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის შანსი, უკვე
მინიმალურია.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი
დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა
შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე
მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე
მოხდა.