თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის
შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ფუატ ოქტაის განცხადებით, თურქეთში
დაღუპულთა რიცხვი 24,617-მდე გაიზარდა.
სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ ცნობით კი, სირიაში
დაღუპულთა დადასტურებული საერთო რაოდენობა 3,575-ია, მათ შორის 2,167
ადამიანი სტიქიას მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე
ემსხვერპლა.
წყარო: https://www.interpressnews.ge/