საქართველოში 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს, 11 თებერვალს, თბილისის დროით 19:33 საათზე, საქართველოში
მიწისძვრა მოხდა.
მისმა სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა
შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში სოფელ ვაკიჯვარში იყო.
ბიძგების მიწის ზედაპირიდან 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ბიძგები სამცხე–ჯავახეთშიც იგრძნობოდა.