საზოგადოება
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაანთავისუფლა და არც გადაუვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვ ეტილება გამოაცხადა.

სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ და როგორც იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აბრამიშვილის თქმით, სასამართლოში წარდგენილი დასკვნა სარწმუნო ინფორმაციას არ იძლეოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და ის ვერ დაედებოდა საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს.

თავის მხრივ, დღეს ადვოკატები მოსამართლეს მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისკენ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს შეახსენა, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მოსამართლის ხელში იყო.

ადვოკატების განმარტებით, მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა და საფუძველი დიდ შერიგებისთვის ჩაეყარა.

არც სხდომას და არც გადაწყვეტილების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ დასწრებია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს
შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.

წყარო: https://www.interpressnews.ge/
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.