საქართველო თურქეთში ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის
საქართველოს მთავრობის ცნობით,
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო დაზარალებულ ქვეყანაში, უახლოეს
საათებში, ტექნიკას და მაშველებს გაგზავნიან. უწყებას არ
დაუკონკრეტებია რამდენი მაშველი და კონკრეტულად რა ტექნიკა
გაიგზავნება თურქეთში.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის
გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს
მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად
შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან", - წერია მთავრობის
განცხადებაში.