საზოგადოება
გახარჯული საწვავის მიხედვით, მერიებს შორის ახალციხე სამეულში მოხვდა
“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ცხრა მუნიციპალიტეტს შორის ახალციხის მერია იმ სამეულში მოხვდა, სადაც ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საწვავი დახარჯეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობებიდან საწვავის და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯები ბოლო ორი წლის მონაცემების მიხედვით გამოითხოვა. გაირკვა, რომ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტმა 2 წელში საწვავზე 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.


ორგანიზაციას. საჯარო ინფორმაცია შემდეგმა მუნიციპალიტეტებმა მიაწოდეს: ქუთაისი, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ფოთის, თელავი, ახალციხე, ქობულეთი, წყალტუბო. ორ წელში ახალციხის მერიამ საწვავში 249 798 ლარი დახარჯა. მუნიციპალიტეტების მიხედვით ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საწვავის ხარჯმა 2021 წელს 269,731 ლარი შეადგინა, დახარაჯული საწვავის ოდენობამ კი 77, 718 ლიტრი. ხოლო რაც შეეხება მერიის კუთვნილ მანქანების შენახვის ხარჯებს, ერთი წლის განმავლობაში 98,517 ლარი შეადგინა. აღნიშნული ხარჯი გაიზარდა 2022 წელს. 9 თვის განვალობაში ზუგდიდის მერიამ 83,509 ლიტრი საწვავი მოიხმარა რაშიც 288,072 ლარი დახარჯა. საინტერესოა, რომ 9 თვეში დახარჯული საწვავის ხარჯი აღემატება წინა ერთი წლის საწვავის ხარჯებს. მერიის კუთვნილი ავტომობილების ტექ-მომსახურება მუნიციპალიტეტს 91,090 ლარი დაუჯდა.



მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეორე მუნიციპალიტეტი, რომელიც ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა საწვავსა და მანქანების მოვლა-შენახვაზე, ქუთაისია. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წელს საწვავში 232,571 ლარი დახარჯა, ამავე წელს ავტომობილების მოვლა-შენახვა მუნიციპალიტეტს თითქმის 55 ათასი დაუჯდა (54,677). ამ ინფორმაციის გამოთხოვის მომენტისთვის, 2022 წლის დასრულებამდე, ქუთაისის მერიას საწვავზე წინა წელთან შედარებით 8 ათასი ლარით მეტი ჰქონდა დახარჯული. კერძოდ, 2022 წელს ქუთაისის მერიამ საწვავზე 240,880 ლარი დახარჯა. რაც შეეხება ტრანსპორტის მოვლა-შენახვის ხარჯებს, თანხამ 37,034 ლარს გადააჭარბა.



ზუგდიდსა და ქუთაისს მოსდევს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია. 2021 წელს ახალციხის მერიამ საწვავზე საერთო ჯამში 112,356 ლარი დახარჯა, თუმცა, საინტერესოა, რომ 2022 წლის მიმდინარე მონაცემებით მუნიციპალიტეტს უფრო მეტი აქვს დახარჯული. კერძოდ, 2022 წლის ბოლომდე მას 137,442 ლარი ჰქონდა დახარჯული საწვავზე. რაც შეეხება ავტომობილების მოვლა-შენახვას, 2021 წელს აღნიშნულმა ხარჯმა 33,481 ლარი შეადგინა, 2022 წლის ბოლომდე კი ეს თანხა 31,700 ლარის აჭარბებდა.



რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, 2021 წელს მერიამ 91,257 ლარი დახარჯა საწვავში, ხოლო 50,493 ლარი ატომანქანების მოვლა-შენახვაში. ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა 2022 წელს და ​​87,873 ლარი შეადგინა, ხოლო ავტომობილების შეკეთების ხარჯმა - 46,781 ლარი.



ქობულეთის მუნიციპალიტეტს მოსდევს ბათუმი. საინტერესოა, რომ 2022 წელს საწვავზე დახარჯულმა თანხამ გადააჭარბა თანხის იმ ოდენობას, რაც 2021 წლის განმავლობაში მთლიანად დაიხარჯა ავტომობილების საწვავზე. კერძოდ, ბათუმის მერიამ 2021 წელს 79,067 ლარის საწვავი შეიძინა, 2022 წლის მიმდინარე მონაცემებით კი ეს თანხა 89,275 ლარამდე არის გაზრდილი. იგივე შეიძლება ითქვას ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯებზეც, წინა წელთან შედარებით, 2022 წელს ბათუმმა ორჯერ მეტი გადაიხადა ავტომობილების მოვლა-შენახვაში. მაგალითად, 2021 წელს თუ ავტომობილების მოვლა-შენახვა 16,665 ლარი დაჯდა, 2022 წელს ეს თანხა 38,469 ლარს შეადგენს.



ათასობით ლარს ხარჯავს საწვავში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია. 2021 წელს საწვავის ხარჯებმა 71,610 ლარი, ხოლო 2022 წელს 88,330 ლარი შეადგინა. 2021-2022 წლების ავტომობილების შენახვა მერიას ჯამში 91,823 ლარი დაუჯდა.



დაახლოებით ერთი რაოდენობის საწავავის მოიხმარეს გორისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. თელავის მერიამ 2021 წელს 54,392 ლარი დახარჯა საწვავში, ხოლო გორის მერიამ 50,479 ლარი. 2022 თელავის მერიის საწვავის ხარჯმა 62.897 ლარი შეადგინა, ხოლო გორის მერიის ხარჯმა 69.297 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ მერიას როგორც წესი რამდენიმე ავტომობილი ემსახურება, წლიდან წლამდე ათასობით ლარი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იხარჯება მათ მოვლა შენახვაზე. მაგალითად: მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წელს 13 ავტომობილი ემსახურებოდა, ხოლო 2022 წელს 4ით მეტი - 17 ავტომობილი. შესაბამისად, მათ მოვლა შენახვის ხარჯებმა 2021-2022 წელს ჯამში 137,386 ლარი შეადგინა.



დახარჯული თანხის ოდენობით ფოთის მერია ბოლო ადგილს იკავებს. 2021 წელს ფოთის მერიამ საწვავზე საერთო ჯამში 28,181 ლარი დახარჯა. 2022 წელს დახარჯული თანხაც თითქმის იგივე, 27,695 ლარია. რაც შეეხება ავტომობილების მოვლა-შენახვას, 2022 წელს დაიხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე 2021 წელს, კერძოდ, 2021 წელს მოვლა-შენახვაზე მთლიანად 7,138 ლარია დახარჯული, ხოლო მიმდინარე მონაცემებით 2022 წელს ეს თანხა 11,379 ლარამდე გაიზარდა.


"მუნიციპალიტეტების მიერ საწვავის არამიზნობრივ მოხმარებაზე სახელმწიფო აუდიტი ხშირად გასცემს რეკომენდაციას თავის ანგარიშებში. ძირითადი გამოწვევა რაც ამ მხრივ გხვდება არის ის, რომ არ არსებობს საწვავის და ავტომობილების მოვლა შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც მერიის თანამშრომლები საწვავს არამიზნობრივად იყენებენ. ასევე, ადგილი ჰქონდა ავტომობილის ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმის ფაქტებსაც. რასაკვირველია, ყოველივე ეს ზრდის ბიუჯეტის ხარჯებს და შესაბამისად, ფლანგვის რისკებს" - აღნიშნულია "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.