ახალი ამბები
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საზოგადოებას აფრთხილებს. განცხადებას უწყება თავიანთ გვერდზე ავრცელებს:


"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.



ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.


ამასთანავე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით. ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილის მძღოლს არ მიეცემა საშუალება, გადაადგილდეს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით"
- ნათქვამია განცხადებაშია.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.